ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი საზეიმოდ გაიხსნა

9 სექტემბერი, 2019 19:10 განათლება


ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

ახალი შენობა მორგებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკასა და მოთხოვნებს. უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მოეწყო საგამოფენო დარბაზი, მცირე საკონცერტო დარბაზი, მცირე თეატრი, საკონფერენციო დარბაზი, სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები.

სამუშაოებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო.

ბათუმი

ბოლო სიახლეები