კორეის მთავრობა საქართველოს პარლამენტს სტამბის მოწყობაში დაეხმარება

1 ივლისი, 2019 13:59 პოლიტიკა

საგამომცემლო მიმართულების განსავითარებლად საქართველოს პარლამენტში სტამბის მოწყობა მიმდინარეობს. 

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ სტამბის აპარატურის ნაწილის შესაძენად წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კორეის რესპუბლიკის მთავრობამ, 50 ათასი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული თანხით, საელჩოს მიერ შერჩეული კომპანია პარლამენტის მოთხოვნილ აპარატურას შეიძენს.
„ეს იქნება სრულფასოვანი და სრულმასშტაბიანი სტამბა, რომელიც პარლამენტს გაზრდილი ფუნქციებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე, მის საქმიანობაში შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კორეის მთავრობა სტამბის შექმნაში მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და ჩვენ მიერ მოთხოვნილი აპარატურის ნაწილს საჩუქრად გადმოგვცემს. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებით, კორეის მთავრობა კონკრეტულ კომპანიასთან თანამშრომლობით, სექტემბრის შუა პერიოდში მოგვაწვდის აპარატურის ნაწილს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე შეძენილი სტამბის მოწყობილობებთან ერთად, სრულფასოვანი საგამომცემლო საქმიანობის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

#კორეა

ბოლო სიახლეები