ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

10 სექტემბერი, 2019 19:34 პოლიტიკა

 ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად იხსნება ნორვეგიის საელჩო

 საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა

 ელჩთან შეხვედრაზე დადასტურდა საქართველოსა და ნორვეგიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.

 დავით ზალკალიანმა, ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე.

 ჰელენა სანდ ანდრესენმა აღნიშნა, რომ ნორვეგია უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.

ნორვეგია

ბოლო სიახლეები