დავით აღმაშენებლის მონეტა პირველად გამოიფინება

11 სექტემბერი, 2019 13:31 კულტურა


დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული, უახლოეს მომავალში პირველად გამოიფინება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

„ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“ – დავით აღმაშენებლის მონეტა ამ წარწერითა და გამოსახულებით ერთადერთია მსოფლიოში.

მონეტის ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიეცემა.


ბოლო სიახლეები