ექიმის ინფორმაციით, მიხაელ შუმახერი გონზეა

11 სექტემბერი, 2019 14:50 უცხოეთის ამბები


 

წყარო: РИА новости


"ფორმულა-1"-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელმაც 2013 წლის ზამთარში თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო, გონს მოვიდა, წერს Le Parisien.

ცოტა ხნის წინ მედისაშუალებები იუწყებოდნენ, რომ 50 წლის პორტსმენი ფარულად გადაიყვანეს პარიზის ჟორჟ პომპიდუს სახელობის საავადმყოფოს გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში. ამიერიდან მის ჯანმრთელობაზე გულის უკმარისობის მკურნალობის სპეციალისტი, პროფესორი ფილიპ მენაშე იზრუნებს.

"დიახ, ის ჩემს განყოფილებაში იმყოფება. მერწმუნეთ, გონს მოვიდა", - მოყავს გამოცემას სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვები.

შუმახერი სერიოზულად დაზარალდა თითქმის ექვსი წლის წინათ საფრანგეთში, მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს დაშვებისას. მრბოლელმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ტვინის ორივე ნახევარსფეროს მრავლობითი დაზიანებით და რამდენიმე წელია კომაში იმყოფებოდა.

გასული წლის ზამთარში მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ სპორტსმენი აღარ იყო მიჯაჭვული საწოლს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიც აღარ ესაჭიროებოდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შუმახერმა და მისმა ოჯახმა დატოვეს თავიანთი ვილა ჟენევაში და მალიორკაზე გადავიდნენ, სადაც ზამთრის არდადეგები გაატარეს და შობა, ახალი წელი და ჩემპიონის დაბადების დღე აღნიშნეს.

ბოლო სიახლეები