ინდონეზია საქართველოში საელჩოს გახსნის სურვილს გამოთქვამს

11 სექტემბერი, 2019 16:06 პოლიტიკა



ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომდაგენელმა, ვიქტორ დოლიძემ, შეხვედრა გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აბდურაჰმან მოჰამედ ფახირთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, რის ფარგელბშიც ხაზი გაესვა ჯაკარტაში გამართულ ორმხრივი კომისიის მეექვსე სხდომას.
ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე გამოთქვა მისი სახელმწიფოს სურვილი სამომავლოდ თბილისში ინდონეზიის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები