საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება

11 სექტემბერი, 2019 17:11 ეკონომიკა & ბიზნესი



EU4Business-EBRD-ისა და უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის ინიციატივითა და უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით 17 სექტემბერს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება.

ბიზნესფორუმს დაესწრებიან საკვები პროდუქტების (ხორცის, რძის, საკონდიტრო ნაწარმის, ყავის და ჩაის) მწარმოებელი 23 უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები.

ღონისძიების მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე გააფართოვონ ბიზნეს ურთიერთობების არეალი და ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (მის.: თელავის ქ. #20).

უკრაინა

ბოლო სიახლეები