თავდაცვის მინისტრმა ODC-ის ყოფილი ხელმძღვანელი დააჯილდოვა

1 ივლისი, 2019 15:58 სამხედრო თემა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ყოფილ ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

ლევან იზორიამ ვიცე-პოლკოვნიკ ჯონ მეიერსს საქართველოში ორწლიანი წარმატებული საქმიანობის და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ODC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიცე-პოლკოვნიკ ჯონ მეიერსს საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელის პოზიციაზე ვიცე-პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო შეცვლის.

ბოლო სიახლეები