სერიალის "მდიდრებიც ტირიან" ვარსკვლავმა კარიერა დაასრულა

13 სექტემბერი, 2019 11:26 უცხოეთის ამბები


 

წყარო: РИА новости


მექსიკური სერიალების "მდიდრებიც ტირიან" და ველური ვარდი" ვარსკვლავმა, მსახიობმა ვერონიკა კასტრომ თავისი შემოქმედებითი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

"ვემშვიდობები იმას, რა ასე ძალიან მიყვარდა. ეს ჩემი პროფესია იყო 53 წლის განმავლობაში, მთელი ჩემი სიცოცხლე და სიყვარული მას მივეცი. მადლობა ყველაფრისთვის", დაწერა 66 წლის მსახიობმა თავის "ინსტაგრამის" გვერდზე.

თავის გადაწყვეტილებას კასტრო იმით ხსნის, რომ "აგრესიამ და დაცინვამ" დაღალა. "დავიღალე ამდენი ბოროტებისგან და, როგორც ამდენი წელია ვიმეორებ, სიმშვიდე მსურს", - დასძინა მსახიობმა.

კასტრო უამრავ სატელევიზიო და თეატრალურ დადგმაში მონაწილეობდა, მსოფლიო პოპულარობა კი მას სერიალებმა "მდიდრებიც ტირიან" და ველური ვარდი" მოუტანა.

ბოლო სიახლეები