ქართველი ხატმწერ დავით ლუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

23 სექტემბერი, 2019 14:37 კულტურა



რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე გალერეაში “Incinque Open Art Monti” ქართველი ხატმწერის დავით ლუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც მის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის უნიკალური ხატების ასლები იქნა წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნაზე, იტალიაში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული, ღვთისმშობლობა მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა ამგვარი გამოფენების მნიშვნელობას, ვინდაიდან ისინი ხელს უწყობენ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას და პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

დავით ლუაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მოღვაწეობს, საკმაოდ ცნობილია საზღარგარეთაც. მისი დაწერილი ხატები ევროპის სხვადასხვა ეპარქიებსა და კერძო კოლექციებშია წარმოდგენილი, მათ შორის წმ. მიქაელის რომაულ ინსტიტუტში, რომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უძველესი ტაძრის წმ. თეოდორეს ბერძნულ ეკლესიაში და ა.შ.

იტალია

ბოლო სიახლეები