ონში მ.ლებანიძის სანაპიროზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ბუხარი სახელდება.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურები, თუმცა, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ონში დაზარალებულ ოჯახს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და ონის მერის მოადგილეები - დიმიტრი საყვარელიძე და ეკა მაისურაძე შეხვდნენ და დახმარება აღუთქვეს.
ონის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს გაეწევა დახმარება 3 000 ლარის ოდენობით.
ხელმძღვანელებმა ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფა და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზეს.