2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება

30 სექტემბერი, 2019 15:32 საზოგადოება



2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ
 2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გაზრდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ
 2020 წლიდან გაიზრდება სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასები
 დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარი გამოიყოფა
 დაგეგმილია ყველაზე მასშტაბური დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითვალისწინებს
 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება მოქალაქეებზე და ისეთი მიმართულებების გაძლიერებაზე, როგორიც არის ხარისხიანი და მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა


ბოლო სიახლეები