სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას აქვეყნებს:
"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.
ამ
დროისთვის არსებული
მონაცემებით,15-მდე
ბავშვი გადაყვანილია
მარტვილის საავადმყოფოში.
სურსათის
ეროვნული სააგენტოს
ინსპექტირების ჯგუფები
ადგილზე იმყოფებიან
და ბაგა-ბაღის
კვების ბლოკში
განახორციელებენ ინსპექტირებას,
აგრეთვე აიღებენ
ნიმუშებს ლაბორატორიული
კვლევისთვის.
შედეგების
შესახებ
ეცნობება
საზოგადოებას.