"დემოგრაფიული პორტალი" ამოქმედდა

10 ოქტომბერი, 2019 14:45 საზოგადოება



საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - ,,დემოგრაფიული პორტალი-ს“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ახალი პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დემოგრაფიული პორტალი თვისობრივად ახალი სიტყვაა დემოგრაფიული მონაცემების ვიზუალიზაციისა და გავრცელების კუთხით.
ახალი პორტალი სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს სთავაზობს მოძრავი დიაგრამის (პირამიდის) საშუალებით დაინახოს, როგორ იცვლებოდა მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა წლების განმავლობაში სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან ერთად. პორტალი საშუალებას იძლევა ინტერაქტიული კალკულატორის მეშვეობით დაადგინოს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გენდერულ ჭრილში კონკრეტული ასაკისათვის.პორტალზე ასევე განთავსებულია ინტერაქტიული დიაგრამა ქორწინებების შესახებ, სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილში.
საქსტატის ახალი პროდუქტი ყოველწლიურად განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება უწყების ვებ-გვერდზე. იხილეთ დემოგრაფიული პორტალის ბმული: http://database.geostat.ge/pyramid/index.php?lang=ka

ბოლო სიახლეები