სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განახლდა

28 მაისი, 2020 12:47 საზოგადოება


კომპანია "ჯივიპიმ" სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემა განაახლა

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საფერავის ქუჩაზე, საფერავის პირველ და მეორე ჩიხში, 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად შეიცვალა.

ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო.

"ჯივიპიმ" პროექტში 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.


ბოლო სიახლეები