ნინო ბაციაშვილმა სწრაფ ჭადრაკში გამართულ ონლაინ ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

1 ივნისი, 2020 20:41 სპორტი


საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა სწრაფ ჭადრაკში გამართულ ევროპის ონლაინ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბაციაშვილმა 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლიდან 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.
ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი, 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოდან ევროპის ჩემპიონატის სხვადასხვა ეტაპებზე მონაწილეობა მიიღო 70-მდე მოჭადრაკემ. ყველა ტურნირი ვირტუალურ ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა.


ჭადრაკი

ბოლო სიახლეები