მომხმარებელი.ge რძის პროდუქტების კვლევის შედეგებს აქვეყნებს

26 ივნისი, 2020 15:02 საზოგადოება




არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისვებგვერდი "მომხმარებელი.ge"  მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს


ორგანიზაციამ ამჯერად რძის პროდუქტები რძის ცხიმის სისუფთავეზე შეამოწმა .

როგორც ცენტრში აცხადებენ, 40 დასახელების პროდუქტიდან 6-ში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა. ამგვარად, ეს 6 პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით არ უნდა გაყიდულიყო.

არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისვებგვერდი "მომხმარებელი.ge"  მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებსორგანიზაციამ ამჯერად რძის პროდუქტები შეამოწმა რძის ცხიმის სისუფთავეზე.

როგორც ცენტრში აცხადებენ, 40 დასახელების პროდუქტიდან 6-ში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა. ამგვარად, ეს 6 პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით არ უნდა გაყიდულიყო.

"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების რძის პროდუქტი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შესამოწმებლად. 6 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ 2020 წლის იანვარში და 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული შემოწმებების შედეგად მცენარეული ცხიმები აღმოვაჩინეთ.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

რძისა და რძის ნაწარმის შესახებტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.

ჩვენი მცირე კვლევების შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროდუქტები, რომლებშიც დარღვევა აღმოჩნდა: 

·         არაჟანი სოჩინსკაია ლოო ქობულეთური, 21% - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანადვრიტა +/საქართველო

·         არაჟანიქობულეთური“ 25% - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანაქობულეთური ტრეიდინგი/საქართველო

·         რძემალკო“, 2,5% - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანაშპს რესპუბლიკა/საქართველო

·         კარაქი ნაღებისრანინა“, 82,5% - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანაშპს რესპუბლიკა/საქართველო

·         ყველი - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა.. სამველ ჯანამიანი/საქართველო

·         პროდუქტის დასახელებაყველი ქართული - მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა.. სურენ კირაკოსიანი/საქართველო

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კვლევის შედეგები სრულად


ბოლო სიახლეები