საქართველოს უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა - დაზიანებულია ძირითადი ვებ გვერდი, ხოლო დანარჩენი გვერდები გათიშულია ადმინისტრაციის მიერ, პრობლემის სრულად აღმოფხვრის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მავნებლობა განხორციელდა პარასკევს, ალბათ იმ იმედით, რომ შაბათ-კვირას ვისვენებთ - გვსურს ვაცნობოთ ჩვენს სტუდენტებს, რომ ამ წუთებში ვმუშაობთ პრობლემის აღმოფხვრაზე და ვაცნობებთ სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საბედნიეროდ, საქართველოს უნივერსიტეტს ძალას მატებს წარმატებული სტუდენტების და კურსდამთავრებულების დიდი არმია, გამართული სამუშაო სისტემა და მობილიზებული ადმინისტრაცია.
ყველაფერი კარგად იქნება!"