დღეს, თბილისის დროით 06:39 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწიქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 57 კილომეტრში, დმანისთან, სოფელ მამიშლარში იყო.