სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი, 2020 20:27 საზოგადოება



სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს"
"მგზავრების საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
3 ივლისი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.
მორიგი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.


ბოლო სიახლეები