ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის,
ხალგაზრდული პროექტების დაფინანსება/ თანადაფინანსების მიზნით შექმნილმა კომისიამ ახალგაზრდული პროექტები დააფინანსა
დაფინანსდა საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანების სახელით, სალომე გუგუშვილის პროექტი „ღია ბიბლიოთეკა“. პროექტის მიზანია, ბიბლიოთეკის გამოტანა საჯარო სივრცეში, სკვერებში, რათა მოსახლეობამ შეძლოს წიგნთან ცოცხალი კავშირის დამყარება.
დაფინანსდა დიმიტრი ძიმცეიშვილის პროექტი „ახალგაზრდული ფესტივალი გოა“.
პროექტი მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, სახდაც ახალგაზრდები შეძლებენ ინდივიდუალურად და გუნდურად მუშობას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნეს სკოლის“ სახელით ,თათია კლვარაცხელიას პროექტი „ახალგაზრდები ეკონომიკური ზრდისთვის“ დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოხდება ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ ფაცაციას დაუფინანსდა პროექტი „ინტერნეტი მთელ სოფელს“.
მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მერიისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა და იდეების მხარდაჭერა.
წყარო: