მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსოვრისი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა

1 ივლისი, 2020 14:03 საზოგადოება




საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასრულა, სადაც მოძველებული ინფრასტრუქტურისა და   წყლის დებეტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალმომარაგების მხრივ პრობლემები ექმნებოდა.

სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, ასევე აღდგა 160 მლ პოლიეთილენის მილი და   მოეწყო ახალი სადრენაჟო სისტემა.

სამუშაოების შედეგად სოფელში არსებული წყლის დებიტის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ქსოვრისის მოსახლეობა, 24 საათიანი, ხარისხიანი, წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს.

წყარო:

United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია

ბოლო სიახლეები