საქართველოს ელჩი თურქეთში: ანკარაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო 15 დღიანი შეზღუდვები დაწესდა

2 ივლისი, 2020 15:14 საზოგადოება



საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ ანკარის გუბერნატორის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ანკარაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო, მომავალი 15 დღის განმავლობაში იკრძალება ნებისმიერი სახის შეხვედრა, ხალხმრავალი თავყრილობები და მსგავსი აქტივობები. "თურქეთში და განსაკუთრებით ანკარაში მყოფი საქართველოს მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ამ ქალაქში ასეთი შეზღუდვა არსებობს, რათა მეტად გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და საჯარიმო სანქცია არ დაეკისროს", დასძენს ელჩი.

გიორგი ჯანჯღავა შესაბამის წყაროსაც მიუთითებს:

https://www.sondakika.com/haber/haber-son-dakika-ankara-da-vaka-sayilarindaki-artis-13381685/?fbclid=IwAR3nGeffID8ZNBh2nx_JlMfgIW68PNie8OWpyOkSDoyJUVc7zYnlWHl1L3M


თურქეთი

ბოლო სიახლეები