შუახევში სამთო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

2 ივლისი, 2020 15:43 საზოგადოება



შუახევში სამთო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

სამთო იალარებზე ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 33 890 ლარია.

ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის 15 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს.

მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება კატრიანის, ყავრიანის, გრძელგორის, თაგინურის, ჩირუხის, ღომა - საყენდრიას, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის, საბერწიას, მაწყვალთის მთის, სანალიას და ძველი მთის მიმართულებით.

პროგრამით, ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც ისარგებლებენ.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 2 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება.

წყარო:

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია / Shuakhevi Municipality City Hall


ბოლო სიახლეები