თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა მალე მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებს

3 ივლისი, 2020 14:02 საზოგადოება



თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა მალე მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებს.

ქალაქ თელავში 40 ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 256 645 ლარით ფინანსდება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში წარსადგენი აღნიშნული პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 18 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე მოიწონა.

ავტოსადგომის მშენებლობა სავარაუდოდ შემოდგომაზე დასრულდება. პირველ ეტაპზე თელავს 10 ავტობუსი გადაეცემა, ხოლო მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 25- 30 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ახალი ავტობუსი უკვე შეისყიდა.


ბოლო სიახლეები