ამბროლაურში ეთნო სახლი გაიხსნა

3 ივლისი, 2020 21:49 საზოგადოება




ამბროლაურში ეთნო სახლი გაიხსნა. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, იაპონიის საელჩოდან პროექტ "ჯაიკას" ხელმძღვანელი იუკიჰიკო ეჯირი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღეიდან, ეთნო სახლში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ფერმერების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქცია ერთ სივრცეში მოექცევა და ადგილზე მისულ ტურისტებს ღვინოს, თაფლს, ლორს, სუვენირებს და კუთხურ სამზარეულოს შესთავაზებს.

ეთნო სახლის მშენებლობასა და სამზარეულოს მოწყობაზე ორი დონორი ორგანიზაცია-იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მონაწილეობდა.

სახლის გახსნის იდეა ანა კანთელაძეს 2016 წლიდან ჰქონდა, როდესაც ის იაპონიაში საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე იყო მიწვეული.


წყარო:

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე


ბოლო სიახლეები