შრომის ინსპექციის ინფორმაციით, განახლდა და დამტკიცდა სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID - 19 ) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული სექტორული რეკომენდაციები. მათ შორის, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის - დანართი №13; ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის - დანართი №15; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის - დანართი №22; ზღვის სანაპირო ზოლისთვის - დანართი №27; ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ - დანართი №28 ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის - დანართი №29 კინოწარმოებისთვის - დანართი №30.
რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.moh.gov.ge/ka/news/5096/