დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,
განაცხადების მიღება დაიწყო.
პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე
ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს,
ჯამში 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის.
დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საგრანტო განაცხადების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საგრანტო განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:
·
თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
·
გორი, სამების ქუჩა N1;
·
რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
·
ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
·
ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე - infoidp@moh.gov.ge .