ვარკეთილში ავარიული ბაგა-ბაღის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდება

6 ივლისი, 2020 16:00 საზოგადოება






თბილისის საკრებულოს სამგორის  (მესამე მასივი) რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი, ამავე რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა გვანცელაძესთან ერთად  ვარკეთილის მესამე მასივში N28  ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟის პროცესს გაეცნო 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბაგა-ბაღის შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მისი დემონტაჟი აუცილებელი გახდა. 

,,მნიშვნელოვანიარომ ბაღების სააგენტოს უკვე მომზადებული აქვს პროექტირომლის განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ და ჩვენს პატარებს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაგა-ბაღს ავუშენებთ განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის კახა გვანცელაძის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე დედაქალაქში კიდევ 8  ავარიული ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღები  აშენდება.

 


ბოლო სიახლეები