რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაასრულა.
პროექტი ითვალისწინებდა XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით
შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება მილიონნახევარ ლარს შეადგენს
შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათების მოწყობას.