ჭავჭავაძის გამზირზე ე. წ. „ჭკვიან შუქნიშნებს“ ამონტაჟებენ

10 ივლისი, 2020 14:23 საზოგადოება





თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე, „ჭკვიანი შუქნიშნების“ მონტაჟი მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის შემდეგ, გამზირზე შუქნიშანთა რაოდენობა გაორმაგდა და ჭავჭავაძეზე სულ 14 შუქნიშანი იმუშავებს;

ეს შუქნიშნები გააკონტროლებენ ფეხით მოსიარულე პირებისთვის განკუთვნილ ზებრა გადასასვლელებს;

თანამედროვე დეტექტორების მეშვეობით შეძლებენ ტრანსპორტის ნაკადების დათვლასა და დროის პროგრამების შეცვლას. შესაბამისად, პიკის საათებში შესაძლებელი იქნება დატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის ნაწილობრივ განმუხტვა.


წყარო:

თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო


ბოლო სიახლეები