საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მწვანე სივრცე მოეწყო

10 ივლისი, 2020 15:54 საზოგადოება





161-ე საჯარო სკოლაში ბავშვებისთვის მწვანე სივრცე მოეწყო.
პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ და 161-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული სკოლის ტერიტორია გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა სახის მცენარე. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურაც - მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები.
მემორანდუმის ფარგლებში, 161-ე სკოლის მოსწავლეები ადრეული ასაკიდან, შეისწავლიან მცენარეების დარგვას, გარემოზე ზრუნვას, საბოლოო ჯამში კი ბუნებასთან, გარესამყაროსთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები განუვითარდებათ.


წყარო:

 საბურთალოს რაიონის გამგეობა


ბოლო სიახლეები