აშშ-ში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში იზრდება -საქართველოს საელჩო აშშ-ში

23 ივლისი, 2020 18:36 საზოგადოება




საქართველოს საელჩო აშშ-ში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მონაცემებს აქვეყნებს: 

"22 ივლისის მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 3,931,350-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა – 1,182,018
გარდაიცვალა – 142,459

საყურადღებოა, რომ აშშ-ში ინფიცირების რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში იზრდება.

22 ივლისის მდგომარეობით, შტატების უმეტესობა გახსნის ბოლო, მეოთხე ფაზაშია, თუმცა კოვიდ-19-ის ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო, რამდენიმე შტატში მიღებული ზომები კვლავ გამკაცრდა.

იხილეთ მდგომარეობა შტატების და ოლქების მიხედვით CDC-ის რუკაზე.

იხილეთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
იხილეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

აშშ-ის 31 შტატში სავალდებულოა სახალხო თავშეყრის ადგილებში სახის დამცავი ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის (2 მეტრის) დაცვა.

იხილეთ შტატების ჩამონათვალი სადაც ნიღბის ტარება სავალდებულოა:

ალაბამა, არკანზასი, კალიფორნია, კოლორადო, კონექტიკუტი, დელავერა, კოლუმბიის უბანი, ჰავაი, ილინოისი, კანზას, კენტუკი, ლუიზიანა, მაინე, მერილენდი, მასაჩუსეტსი, მიჩიგანის, მინესოტა, მონტანას, ნევადა, Ნიუ ჯერსი, Ახალი მექსიკა, Ნიუ იორკი, ჩრდილოეთ კაროლინას, ოჰაიო, ორეგონი, პენსილვანიის, როდ აილენდში, ტეხასის, ვირჯინია, ვაშინგტონი, დასავლეთ ვირჯინია.

წყარო:

Embassy of Georgia to the United States


აშშ

ბოლო სიახლეები