ტექნოპარკში Hardware Hackathon -ი გაიმართება

9 ივლისი, 2019 11:57 საზოგადოება

12-14 ივლისს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით ტექნოპარკში Hardware Hackathon -ი გაიმართება. 

ეს არის მარათონული ტიპის ღონისძიება, რომლის მიზანიც შეზღუდულ დროში კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების მოფიქრება და ამ იდეებზე დაფუძნებული პროტოტიპების შექმნაა. მონაწილეები ჰაკათონის დაწყების პროცესში ეცნობიან გამოწვევებს, რის შემდეგაც იწყებენ მუშაობას. მათ უნდა მოიფიქრონ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები და შექმნან მათი იდეის პროტოტიპი. კონკრეტული პროექტების შესრულებისას მონაწილეებს სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტით მოამარაგებს კომპანია DAC.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, 15 წლის ზემოთ. მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად; გუნდში ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა არის 5. ღონისძიების პარტნიორები არიან: კომპანია DAC და კომპანია აზრი.

ბოლო სიახლეები