ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი იცვლება

9 ივლისი, 2019 12:05 საზოგადოება

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს დილის 07:00 საათიდან საღამოს 00:30 საათამდე მოემსახურება.

ქალაქი ზაფხულის სეზონს განახლებული ავტოპარკით შეხვდა. 40 ერთეული ევრო 5 სტანდარტის ახალი ავტობუსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია კონდიცირების სისტემით.

ოპტიმიზაციის შედეგად ცვლილებები შევიდა სამარშრუტო ქსელშიც:

#10 სამარშრუტო ხაზი, რომელიც მოძრაობდა აეროპორტი - ახალი ბულვარი - რუსთაველის ქ - მახინჯაური. მოძრაობს აეროპორტი - ახალი ბულვარი - რუსთაველის ქ - მახინჯაური - ბოტანიკურ ბაღი.
#8 სამარშრუტო ხაზი მოძრაობდა აღმაშენებლის ქ. - ჭავჭავაძის ქ. - მახინჯაური. მოძრაობს აღმაშენებლის ქ. - ჭავჭავაძის ქ. - მახინჯაური - ბაღის ქ. (მწვანე კონცხის ხიდი).

დაემატა ახალი მარშრუტი #10 ა რომელიც მოძრაობს აეროპორტი - ახალი ბულვარი - რუსთაველის ქ. - მახინჯაური - მწვანე კონცხი - სახალვაშო.

#16 სამარშრუტო ხაზი მოძრაობს თბილისის მოედანი-ჭავჭავაძის ქ. - გონიო-კვარიათი - სარფი.

#17 სამარშრუტო ხაზი მოძრაობს თბილისის მოედანი - გორგილაძის ქ. - გონიო-კვარიათი - სარფი.

ცვლილება განხორციელდა გადახდის სისტემაშიც. მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია უკონტაქტო პლასტიკური ბარათით BATUMI CARD, საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით და მეტრომანით.

ბარათების აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის „მეტროს სერვის +“ ფილიალსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, რომლებიც განლაგებულია ქალაქის ტერიტორიაზე 50 ლოკაციაზე.

გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ქვეითთა გადასასვლელების მოწესრიგება და გზაგამყოფი საგზაო მონიშვნითი სამუშაოები.

#ბათუმი

ბოლო სიახლეები