ტოკიო-2020-ის ბილეთების გადამყიდველების წინააღმდეგ იაპონიაში მკაცრი კანონი ამოქმედდა

9 ივლისი, 2019 12:42 სპორტი


იაპონიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სპორტულ ღონისძიებებზე, კონცერტებზე თუ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების გადაყიდვას კრძალავს. ამგვარი კანონის შემოღება უწინარესად მიმართულია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
გადამყიდველს, რომელიც ბილეთს მის ღირებულებაზე მეტ ფასად გაყიდის, ფულადი ჯარიმის სახით 1 მილიონი იენის (დაახლოებით 9,2 ათასი დოლარი) გადახდა მოუწევს, ან შესაძლოა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. 
აღსანიშნავია, რომ ბილეთები დაცული იქნება QR კოდებით, რომელშიც შევა მყიდველის დაშიფრულ მონაცემები. 
ღონისძიების ორგანიზატორები ვალდებულნი იქნებიან 2020 წლის ოლიმპიურ თამაშების სპორტულ ობიექტებზე შესვლისას ბილეთის მფლობელთა ვინაობა გადაამოწმონ. იმ შემთხვევაში, თუ გულშემატკივარი შეჯიბრებაზე დასწრებას ვერ ახერხებს, მას შესაძლებლობა ექნება საკუთარი ბილეთი ტოკიო-2020-ის ოფიციალურ საიტზე გაყიდოს.

ბოლო სიახლეები