მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთში სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

9 ივლისი, 2019 14:44 საზოგადოება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, სათირქიოს უბანში, მოქალაქე მამუკა თირქიას საკარმიდამო ნაკვეთში დაფიქსირდა ძველი, სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ფრაგმენტები. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, თლილი კვადრებით და ერთმანეთთან შეერთებულია კირის დუღაბით. გარეკედელი მოპირკეთებული ყოფილა თლილი კირქვით, რაზეც მიუთითებს ნანგრევების გარშემო მიმოფანტული ჩუქურთმებიანი ქვები (მხოლოდ სამხრეთ ეკვდერს არ ეტყობა პერანგის კვალი).

ოჯახის მიერ დამხმარე სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობაში ხშირია ნაეკლესიარი ქვების ჩართვა, მათ შორის დეკორატიული ორნამენტებით შემკობილი ფრაგმენტებიც.

ტაძრის შემორჩენილი ნაწილის ყველაზე დიდი სიმაღლეა 3 მ.-ია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ოჯახთან შეთანხმებით აღნიშნული ობიექტის სამართლებლივი სტატუსის განსაზღვრისა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით მიმართვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

ბოლო სიახლეები