სოფელი ტვიბი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

13 ივლისი, 2019 13:33 საზოგადოება

ძლიერი წვიმების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მდინარე მუხრის ადიდების შედეგად წაღებულია 30 მეტრის სიგრძის სატრანსპორტო გზა, რის შედეგად სოფ. ტვიბი მოწყვეტილია გარე სამყაროს. დაზიანებულია ჭველფი- ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯი, ლუჯი - სასაშის დამაკავშირებელი გზა, სასაში-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდი. სოფ. მელეში ადიდებული ღელე გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა სოფლის ცენტრალური გზა. სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში, ლასკადურაში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. ავარიულ მდგომარეობაშია შკედი- ჩიხარეშის დამაკავშირებელი ხიდი.
ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ ამ ეტაპზე წვიმების გამო სამუშაოების შესრულება დროებით შეფერხებულია.


ბოლო სიახლეები