საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

16 ივლისი, 2019 00:20 სპორტი


საქართველომ, გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად, მიუნხენში გამართულ კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის სხდომაზე ბორდის წევრების მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ევროპირველობის ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

„ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა, რადგან ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ. საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს როგორც მასპინძელს, ამჯერად შესარჩევი ეტაპის მატჩების ჩატარება აღარ მოუწევს და ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით წარდგება.

2021 წლის კალათბურთის ჩემპიონატისთვის თბილისში, დიღმის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება ახალი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის მიმართ აქვს,"- მიხეილ ბატიაშვილი.

კალათბურთი

ბოლო სიახლეები