კუს ტბის საბაგირო გზა ხვალიდან მგზავრებს დროებით ვეღარ მოემსახურება

17 ივლისი, 2019 12:33 საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას აქვეყნებს:

"კუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. 
გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად. 
მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!"

ბოლო სიახლეები