ქალაქ ამბროლაურში სტიქია მძვინვარებს

18 ივლისი, 2019 18:47 საზოგადოება

ქალაქ ამბროლაურში სტიქია მძვინვარებს. ძლიერი ქარის, წვიმის და სეტყვის შედეგად 8 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა, სამ კორპუსს ძლიერმა ქარმა მთლიანად გადახადა სახურავი.

სტიქიის ადგილას მყისიერად მოხდა სამაშველო სამსახურის მობილიზება.

ამჟამად ქალაქში შემოსასვლელი ცენტრალური გზა გახსნილია. ყველა დაზიანებულ საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან სამაშველო და მერიის სამსახურები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის აღდგენის სამუშაოები. 
უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. წინასწარი ინფორმაციით ზარალი ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
მოქალაქეთა ფიზიკური დაზიანების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

ბოლო სიახლეები