ცურტავის დედათა მონასტრამდე მისასვლელ გზაზე სულ მალე ბეტონის გზა დაიგება

21 აგვისტო, 2019 17:16 საზოგადოება


ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ცურტავსა და ფარიზში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. 

სოფელ ცურტავში დედათა მონასტრამდე მისასვლელი 730 გრძივი მეტრის ბეტონის გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ფარიზის საჯარო სკოლაში კი მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან. შენობაში სველი წერტილების მოწყობა აქტიურ ფაზაშია.


აღსანიშნავია, რომ სოფელში სარწყავ ქსელზე ბოგირიც აღადგინეს.

ბოლო სიახლეები