გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
6 სექტემბრის გვიან საღამოდან 7 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.