სამხრეთ კორეა IOC-ს თხოვს, იაპონიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე „ამომავალი მზის“ დროშა არ გამოიყენოს

12 სექტემბერი, 2019 13:09 სპორტი


კორეის სპორტის მინისტრის ცნობით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა იაპონიის მხრიდან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში (IOC) გაგზავნილი წერილით „იმედგაცრუებას“ გამოხატავს. საუბარია დროშაზე, რომელიც აზიის ბევრ ქვეყანაში იაპონიის მილიტარიზმის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ინფორმაციას საქართვეოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
„IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის სახელზე გაიგზავნა წერილი, სადაც სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის გამოყენებასთან მიმართებით ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პოზიციაზე წუხილია გამოხატული. ჩვენ ამ დროშასთან დაკავშირებული ისტორიის გათვალისწინებით, ოლიმპიადაზე მისი გამოყენების აკრძალვა ვითხოვეთ,“ - აღნიშნავს კორეის კულტურის, სპორტისა და ტურზიმის სამინისტრო.
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ იაპონიის იმპერიული დროშა აზიის ქვეყნებს ახსენებს „ისტორიულ ჭრილობებს და ტკივილს.“
„ამომავალი მზის“ დროშის დემონსტრაცია ოლიმპიურ სულთან, მსოფლიო ღირებულებებთან და ჰუმანიზმთან წინააღმდეგობაში მოვა,“ - რეზიუმეს აკეთებს სამინისტრო.
კორეელთა ამგვარ შეშფოთებას წინ უძღოდა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის განცხადება, რომელიც არ აკრძალავდა 16-სხივიანი წითელი მზის დემონსტრირებას.
ტოკიოს 2020 წლის თამაშების ორგანიზატორთა განმარტებით, „ამომავალი მზის“ დროშა ფართოდ გამოიყენება იაპონიაში და მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, ამიტომაც ის არ იკრძალება.

ტოკიო 2020 იაპონია

ბოლო სიახლეები