ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების თილისმებად შეარჩიეს პანდა ბინ დუნ დუნი და ფანარი სიუ ჟუნჟუნი. თილისმები წარადგინეს ყინულის სასახლე „შუან აის ჰოკეი არენაზე“. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ოლიმპიური თამაშების თილისმა პანდა ბინ დუნ დუნის სახელის პირველი იეროგლიფი „ბინი“ ითარგმნება როგორც „ყინული“.
პარალიმპური თამაშების სიმბოლო გახდა ჩინური ტრადიციული წითელი ფანარი სიუ ჟუნჟუნი, რომლის პირველი იეროგლიფი „სიუ“ ითარგმნება როგორც „თოვლი“, ხოლო სახელის მეორე ნაწილი შეიძლება გადაითარგმნოს როგორც „ინკლუზიურობა“.
თილისმები შეირჩა საორგანიზაციო კომიტეტში 35 ქვეყნიდან გაგზავნილ 5800 მეტი ნიმუშიდან. პეკინი-2022-ის ორგანიზატორთა განმარტებით, პანდაზე, როგორც ოლიმპიური თამაშების თილისმაზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ ეს ცხოველი ჩინეთის ეროვნული სიმდიდრეა. პანდა აღაფრთოვანებს და უყვარს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
ჩინეთის ტრადიციების ანარეკლია სიუ ჟუნჟუნიც. ასეთი ფანრების ისტორია 2 ათასზე მეტ წელიწადს ითვლის. ამასთან, ეს არის ჩინური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნივთი მსოფლიოში.