დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ეროვნული ატლასი თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ მომზადდა.
ატლასის პრეზენტაცია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
„საქართველოს ეროვნული ატლასი“ სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც დაახლოებით 120 რუკას, ტექსტებს, გრაფიკებსა და ფოტოებს მოიცავს. ატლასში სხვადასხვა სფეროებში არსებული თანამედროვე მეცნიერული მიღწევებია წარმოდგენილი.
პირველ ინგლისურენოვან გამოცემასთან ერთად, დღეს თსუ-ში „საქართველოს გეოგრაფიული ატლასის“ პრეზენტაციაც გაიმართა. გეოგრაფიული ატლასი უახლესი მონაცემებით არის შედგენილი, რაც ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.