28-29 სექტემბერს, ბათუმის სანაპიროზე (ცენტრალური პარკის პირდაპირ) ,,ფრანების ფესტივალი” გაიმართება.
პროგრამა დღის 12 საათიდან დაიწყება. გაუშვებენ 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაუშვან თავიანთი ფრანები და მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში: სამოყვარული ფრანების გაშვება, ხელნაკეთი ფრანების აწყობა. ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია.
,,ფრანების ფესტივალი” ბათუმის მერიის პროეტის - ,,შენი იდეა ბათუმს" ფარგლებში 2019 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული იდეაა, რომელიც მოქალაქეებმა ვებგვერდზე www.idea.batumi.ge ხმის მიცემის გზით შეარჩიეს.
მონაწილებითი ბიუჯეტის პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ 2019 წელს დაიწყო. პროექტი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, რა იდეების განხორციელებას მოხმარდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. პროექტი გრძელდება და 2020 წლისთვის იდეების მიღება მალე დაანონსდება.
აღნიშნული პროცესის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორის სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.