ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედელი დაიბზარა

28 სექტემბერი, 2019 23:48 სხვადასხვა



შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარულია იყო კედლები.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები. სიტუაციის შეფასების შემდეგ, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, სადარბაზოდან 18 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და ყველა შესაბამისი სამსახურის ჯგუფები.

ბოლო სიახლეები