NASA-მ მარსის ორბიტიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

14 ივლისი, 2019 14:57 სხვადასხვა

წყარო:  РИА Новости

 

NASA-მ მარსმავალ Curiosity-ს ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მარსის ორბიტიდან Mars Reconnaissance Orbiter-ის აპარატზე დამონტაჟებული HiRISE-ს კამერით არის გადაღებული. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.

 

აღსანიშნავია, რომ კოსმოსურ სააგენტოს გამოსახულება ორბიტალური სადგურიდან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 31 მაისს მიუღია. ფოტოზე Curiosity პატარა წერტილივით მოჩანს.

მარსმავალი კადრში ეოლიდის მთაზე გეილის კრატერში „ტყის ყურის“ თიხნარი ტერიტორიის გამოკვლევისას მოხვდა.

Curiosity წითელი პლანეტის ზედაპირზე 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა. წლების მანძილზე მუშაობისას მარსმავალმა წარმატებით შეასრულა თავისი მისიის მთავარი ამოცანები, მარსზე თბილი მტკნარწყლიანი ტბებისა და მდინარეების არსებობის კვალი აღმოაჩინა და კიდევ რამდენიმე კვლევა ჩაატარა.


ბოლო სიახლეები