წყარო: РИА Новости
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული კვების
სისტემების ვ. გორბატევის სახელობის ფედერალური კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა
დაადგინეს, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებას ყველაზე მეტად ტოპინამბურისგან
დამზადებული უალკოჰოლო სასმელი უწყობს ხელს, წერს გამოცემა RT.
ტოპინამბური ანუ ბოლქვებიანი მზესუმზირა
მრავალწლიანი ბალახეული მცენარეა, რომელსაც ასევე „მიწავაშლას“ და „იერუსალიმის
არტიშოკსაც“ ეძახიან. ის უნივერსალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ
შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა
სამკურნალო წამლების დასამზადებლად იყენებენ.
გარდა ამისა, ტოპინამბური დიდი რაოდენობით
შეუცვლელ ამინომჟავებს, B ჯგუფის ვიტამინებს, სასარგებლო ნახშირწყლებს, ასკორბინის
მჟავას, β-კაროტინს, მინერალურ ნივთირებებს: კალციუმს, რკინას, ფოსფორს, ქრომს,
კალიუმს, მაგნიუმს, თუთიასა და სილიციუმს შეიცავს.
ტოპინამბურისგან მომზადებულ უალკოჰოლო
სასმელში შეგიძლიათ დაამატოთ სტაფილოს, გოგრის, ვაშლის პიურე, ატმის, მარაკუიის ან
ანანასის წვენი. მთავარია, ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობის პროპორციას: ტოპინამბურის
მოცულობა 15-20 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.